12:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 19:24:59, 2490 ნახვა

საზოგადოება
„ავერსი“ სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს

კომპანია "ავერსი" ზოგიერთ მედიკამენტის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გარკვეული მედიკამენტების ფასი თურქეთის ტერიტორიაზე უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში. ამასთან, კომპანია აღნიშნულის მიზეზებს განმარტავს:

"გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. ზოგიერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ეს სიმართლეს შეესაბამება და ავერსი არ უარყოფს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატს, რომელზეც იყო საუბარი, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

ციტოლესი 10მგ #28 ტაბლეტის თვითღირებულება თურქული ქარხანა „აბდი იბრაჰიმიდან“ არის 46,74 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 74,77 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 56,40 ლარი, დარიცხვა 20%. ციტოლესი 10მგ #56ტაბლეტის თვითღირებულება იმავე ქარხნიდან არის 56,10 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 88 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 67,50 ლარი, დარიცხვა 20%. თუ თურქეთში ეს წამალი კიდევ უფრო იაფი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მსგავსი მედიკამენტები სპეციალური ლიცენზიით მზადდება. ამ ლიცენზიით მედიკამენტები მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება და მათი ექსპორტი არ არის  შესაძლებელი. ჩვენ ქარხნის ფასს ვამატებთ 20% -ს - მინიმუმს, რაც აფთიაქის არსებობისთვის  აუცილებელია. წლებია, ავერსს ძვირად ღირებული და ონკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თურქეთში სპეციალური ლიცენზიით იწარმოება, მომხმარებლებისთვის ჩამოაქვს ფორმა 100-ით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე.  ამას კომპანია ყოველდღიურად აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე:  5 77 74 74 27 ან   2 500 700 (1138).

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics