12:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 18:13:23, 2192 ნახვა

საზოგადოება
„მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ატარებს ჰომოფობიურ ხასიათს“ - 30-მდე NGO სოფიო კილაძის გადადგომას მოითხოვს

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს, - ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სოფიო კილაძის გამონათქვამებმა, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში დიდი კრიტიკა არაერთხელ გამოიწვია. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ კილაძის დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.

განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტმა, ხალხის წარმომადგენლობითმა ორგანომ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში. სწორედ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი.   

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და  მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი როლისა და ფუნქციის სრულფასოვანი გააზრება და საქმიანობის შესაბამისად წარმართვა. მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.   

მოთხოვნას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; 2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); 3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); 4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); 5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); 6. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 7. მწვანე ალტერნატივა; 8. საზოგადოება და ბანკები; 9. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); 10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); 11. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 12. საფარი; 13. ქალთა მოძრაობა; 14. მედიის განვითარების ფონდი (MDF); 15. საქართველოს გაეროს ასოციაცია; 16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; 17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი; 18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); 19. ქალთა ფონდი საქართველოში; 20. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ; 21. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG); 22. თანასწორობის მოძრაობა; 23. ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო; 24. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); 25. თემიდა; 26. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები; 27. იდენტობა; 28. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი; 29. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics