23:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 15:14:03, 1481 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა საერთაშორისო IT - კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის მიზანია საქართველოში მორიგი IDC ცენტრის ფორმირება, რომელსაც რეგიონალური ჰაბის დატვირთვა ექნება და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს.

საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელს გააცნო საქართველოს მიღწევები ბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული ეკონომიკისა და მოთხოვნაზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით არაერთ რეფორმასა თუ პროგრამას ახორციელებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა გამოხატა დაინტერესება „EON Reality“ პროექტების მიმართ, რომელთაც შეუძლია საქართველოში, როგორც IT, ასევე დიზაინის და სხვა სპეციალისტების გადამზადება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აგრეთვე ვირტუალური რეალობისა და ციფრული ეკონომიკის სხვა დარგებში კვლევა-განვითარების ფორმირების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია „EON Reality“-ის საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. „EON Reality“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის, განათლების, კვლევა-განვითარებისა და მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის ძირითადი მიზანია ვირტუალური და დამატებითი რეალობის (Virtual and Augmented Reality) ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და ინდუსტრიაში. EON Reality - ის წარმომადგენლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა. IDC - ინტერაქტიული ციფრული ცენტრები ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ექვს ქვეყანაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში.  

რაც შეეხება საქართველოს, კომპანიის ოფიციალური მასპინძელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართება თბილისის მერთან კახა კალაძესთან, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics