|
2018-05-01 15:03:49, 1522 ნახვა
ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: საქართველო სრულად იზიარებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებისა და სატრანსპორტო გამონაბოლქვის ნულამდე შემცირების კონცეფციას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა საგზაო უსაფრთხოების შესახებ დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია ითვალისწინებს რიგ სტრატეგიულ განცხადებებსა და ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის, დასახული მიზნებისა და მისაღწევი ინდიკატორების, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხო ავტოსატრანსპორტო საშუალებების, საგზაო მონაწილეების ქცევის და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესებისა და განვითარებისკენ. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად იზიარებს ევროკავშირის ნულოვან კონცეფციას, რომელიც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების და სატრანსპორტო გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაციის მიღებით საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას ქვეყანაში უსაფრთხო საავტომობილო სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-სავაჭრო კავშირის შესრულების მიზნით. ამასთან, კომისიამ წარმოადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა და მის მიღებას ევროკომისია მ.წ. ოქტომბერში გეგმავს. საქართველოს მხრიდან გეგმაში შეტანილია პრიორიტეტული სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტები.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)