12:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 14:53:07, 1467 ნახვა

საზოგადოება
წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად,  წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ადგილზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩატარებული.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა  სამუშაო  იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გზის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის   სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით  28.5 მილიონი ლარია. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics