20:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 14:33:03, 1841 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ტოვებს

„საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს ტოვებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ორი წელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებს და შესაბამისად, თვლის, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საბჭოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს.

"ჩემი პოზიცია ის არის, რომ მე ორ წელიწადზე მეტია პოლიტიკაში არ ვარ. პოლიტსაბჭოში ფორმალურად ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას. ამ პერიოდის განმავლობაში მე არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. მე ქვეყნის უმსხვილეს  საფინანსო ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ და ვფიქრობ ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს განაცხადს, რომ აღარ ვიყო პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა დავით საგანელიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საბჭოს შემადგენლობის საკითხს და პარტიის სამომავლო გეგმებს განიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics