|
2018-05-01 14:20:07, 1522 ნახვა
სამართალი
თბილისის საპატრულო პოლიცია დღეიდან ახალი სამხრე კამერებით აღიჭურვება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეიდან თბილისის პატრული ახალი სამხრე კამერებით იქნება აღჭურვილი. როგორ კვირიკაშვილმა განმარტა, აღნიშნული კამერების ჩანაწერები ცენტრალურ სერვერზე პარალელურ რეჟიმში აიტვირთება. „ძალიან მახარებს, რომ შსს-ში რეფორმები მიმდინარეობს წარმატებულად. დღეს ჩვენ გავხსენით შინაგან სამეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მომსახურების ახალი ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას. დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას. ეს ცენტრი არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მომზადებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაუწიოს კომპლექსური მომსახურებები, რაც ეხება პოლიციას, კერძოდ საპატრულო პოლიციას. ასევე ძალიან კარგია, რომ დღეიდან თბილისის პატრული აღჭურვილი იქნება ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა. ასევე, მონაცემები, კამერების დატვირთვის დროს, პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე. ეს აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც, მოგეხსენებათ, წარსულში ყოველთვის იყო გარკვეული სპეკულაციის საგანი. მინდა, ყველა პოლიციელს მივულოცო დღევანელი დღე. ჩვენი მოქალაქეების მომსახურება, უსაფრთხოება არის უმაღლესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომლებიც დღეს ამ მომსახურების ცენტრშია, მათ შორის სამხრე კამერები, არის მსოფლიოში საუკეთესო სტანდარტის. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თუ ყველაზე საუკეთესო არა“, - განაცხადა პრემიერმა. მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელების, როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნელყოფა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. „მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის და მინისტრის სასარგებლოდ და საამაყოდ, რომ იგი ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. მე მას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ასევე ვესაუბრეთ ფინანსთა მინისტრს და მომავალში უნდა ველოდოთ, რომ, რა თქმა უნდა, თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს, რათა პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც უშუალოდ უწევს დანაშაულთან ბრძოლა, იყოს გაცილებით უფრო მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პიროები უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი" ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე, ერთიანი მომსახურების ცენტრი, 4 სხვადასხვა ადგილის ნაცვლად, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც ერთი სარკმლის პრინციპით იქნება შესაძლებელი - მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, ჯამში, 50-მდე საპოლიციო სერვისი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)