20:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 12:29:34, 1719 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა

„დიახ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ვიქნები", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემადგენლობასთან ერთად, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პარტიის სამომავლო გაძლიერების პერსპექტივები იქნება განხილული.

„პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. მე უკვე გავაკეთე კომენტარი და ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია, „ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. განხილული იქნება სამომავლო პერსპექტივები, პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics