|
2018-05-01 09:31:30, 3119 ნახვა
საზოგადოება
ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა - სად იკრძალება დღეიდან თამბაქოს მოწევა
დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა. სად იკრძალება? • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. • მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. • მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. სად შეიძლება მოწევა? • ტაქსისა და კატერში; • ფიზიკური პირის სახლში; • სამორინეში; • წინასწარი დაკავების იზოლატორში; • პენიტენციურ დაწესებულებაში; • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; • სიგარაბარში; • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში; • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. • სტადიონზე, რომელსაც ყავს ადმინისტრაცია (2020 წლამდე) დღეიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან ერთად, ყველა სახის თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა იკრძალება. • სავაჭრო ობიექტები, რომელზეც იქნება გარე რეკლამა, ან შიდა აქსესუარები, რომლებიც თამბაქოს რეკლამას გულისხმობს, ახალი კანონმდებლობით სამი ათასი ლარით დაჯარიმდებიან. • ხოლო სატელევიზიო სივრცეში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ. • კანონპროექტის 82-ე მუხლის თანახმად, ფილმი/სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელშიც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად/სხვა შემოქმედებით პროდუქციად და მისი ჩვენებისას ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლი ან ბეჭდვითიმასალისთვის პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ. ჯარიმების შესახებ: • შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; • მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; • წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; • თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება.
ასევე, დღეიდან სიგარეტის ღერებით გაყიდვა აიკრძალება. კანონის თანახმად არ შეიძლება სიგარეტის კოლოფის გაყიდვაც, თუ მასში სტანდარტულ 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია. რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, მის შესრულებას კი კომუნიკაციების კომისია გააკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)