|
2018-04-30 17:17:21, 1822 ნახვა
პოლიტიკა
მახარობლიშვილი: საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან მუდმივ კონტაქტზეა, რათა არსებული პრობლემები გადაიჭრას. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ქართული მარე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან და მის შესაბამის სააგენტოებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მოგეხსენებათ, რომ რომ უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის დღიდან საქართველოში შესაბამისი უწყებები ძალიან მჭიდროდ აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უკეთებდნენ მიმდინარე პროცესებს და ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიხედვით. თუმცა მას შემდეგ რაც გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემატიკა თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პრობლემატიკის გადაჭრას. ამ კუთხით სხვადასხვა საქმიანობა მიმდინარეობს. კერძოდ, მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია შესაბამისი უწყებების მხრიდან, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით განხილვები, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა. კიდევ უფრო გააქტიურდა თანამშრომლობა ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. შედგა არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა როგორც საქართველოში ასევე გერმანიაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ევროკავშირში ვიზიტის დროს იქ ყოფნის წესები არ დაარღვიონ. "მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, რომ ამ მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ასევე არ დაარღვიონ შენგენის ზონაში ყოფნის წესები", - დასძინა მახარობლიშვილმა.
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)