11:23 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 14:14:20, 1479 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდრულად გაიმართა.

ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობდა, სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი გადავა ფინალში, რომელიც 21 მაისს თბილისში გაიმართება. ფინალში გადასული გუნდები სამივე ქალაქში ჩატარებული ნახევარფინალური შეხვედრის შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვევა და გუნდებს შედეგების გასაჩივრების საშუალება 29 აპრილამდე ექნებათ. 2 მაისს კი უკვე საბოლოოდ დაზუსტება ფინალისტების ვინაობა. ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?" უძღვება. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics