|
2018-04-30 12:51:52, 1953 ნახვა
პოლიტიკა
მიტჩელი: ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან
როგორც გასული წლის ივლისში საქართველოში ვიზიტისას ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, მხარში გიდგავართ, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით ქართულ სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ნატოს კარი ღია რჩება ევროპის ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს და წვლილი შეაქვთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. „ჩვენ ურყევად ვიცავთ ამ პრინციპს. საქართველო არის ჩვენი ძლიერი პარტნიორი, რადგანაც ის მხარში გვიდგას მთელ მსოფლიოში საერთო საფრთხეებთან ბრძოლაში. თქვენი შვილები სისხლს ღვრიან ჩვენს შვილებთან ერთად ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი. გარდა ამისა, თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი იდეების სფეროშიც, რადგანაც ჩვენ გვაკავშირებს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საერთო რწმენა. საქართველო არის თავისუფლების ძლიერი სიმბოლო. არავის, თავად საქართველოს გარდა, შეუძლია საქართველოს მომავლის არჩევა. არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს წევრობაზე ნატოში. დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა შედის თქვენს ინტერესებში, ევროპის ინტერსებში და ამერიკის ინტერესებში. წელს აღინიშნება ნატოს ბუქარესტის დეკლარაციის მე-10 წლისთავი იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი მტკიცედ იცავს ამ დეკლარაციას, რასაც ადასტურებს კიდეც 2008 წლიდან მოყოლებული ყოველ სამიტზე მიღებულ კომუნიკეში. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის დეკლარაციას და მოუწოდებს მოკავშირეებს, შეასრულონ ხსენებულ პერიოდში აღებული ვალდებულებები", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)