2018-04-30 10:51:13, 1435 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 63% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 15%-მა არ იცის რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის საფრთხეს, 8% საფრთხედ თურქეთს მიიჩნევს, ხოლო 5% აშშ-ს.
გარდა ამისა, ყველა უსაფრთხო ქვეყნად გამოკითხული მოსახლეობის 30% ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ავტორი: ,