13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 13:11:44, 1988 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენო კალანდიას ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

საღამოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, გენო კალანდიას მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კოლეგები, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრება და მოღვაწეობა, ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე. საღამოზე წაიკითხეს გენო კალანდიას ლექსები, შესრულდა მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. საღამო მუსიკალურად გააფორმა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთი“.

გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. ის იყო შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას  ღირსების ორდენი გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics