20:10 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 10:04:54, 1688 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: „ქართული ოცნება“ ისევ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებითა და ბევრი ფულით ახდენს არჩევნებზე მანიპულირებას

მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული ძირითადადათ ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია „ქართული ოცნება“ არჩევნებში მანიპულირებას- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. 

უგულავამ  ვანისა და ხონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, გივი ჭიჭინაძეს პირობას აძლევს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე. 

„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვანელს და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო ნონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ ვინც მხარი დამიჭირა, მენდო და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული ძირითადადათ ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია "ქართული ოცნება" არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ  - მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით.

ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, რომ ჩვენ უფრო მეტნი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ მაგალითად ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც. ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟრიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟრიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას როგორც რწყილს და არ გავატან ქონს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.  როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა. მათივე ცნობით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. 

შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics