20:09 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 14:58:24, 1493 ნახვა

პოლიტიკა
საია: გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა საეჭვოდ მიგვაჩნია

ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში შეიყვანა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლები, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

საია მიიჩნევს, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ.

„საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების  რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის  შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული  კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნულ საკთხზე დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს:

„საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც: საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით.

დამატებითი ინფორმაცია - საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტი:

საარჩევნო კოდექსის გადასატანი ყუთის სია დგება  ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა)  ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;

ბ1) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;

გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

დ) ამომრჩეველი:

დ.ა) მსახურობს საქართველოს  სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

დ.ბ) ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

დ.გ) მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია; 

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics