|
2018-04-27 17:02:50, 1994 ნახვა
სამართალი
„პიქსელის“ შენობასთან, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,პიქსელის’’ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული: „წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დილის საათებში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ.ტ.-მ, „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ.-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში. არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა, ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)