13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 14:23:34, 1588 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით ლისის ტბაზე ხვალ სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნება

თბილისის მერიის ორგანიზებით, ხვალ, ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნება. ფესტივალი სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში   ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. სპორტული ნაწილის გარდა, ფესტივალი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს. 

ფესტივალის პირველ დღესვე გაიმართება ტურნირები სპორტის 13 სახეობაში. მათ შორისაა  კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. 

საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში, რომელზეც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდება, ასევე, გაიმართება გარბენი, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ღონისძიება პოპულარული ქართული ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დაიხურება. 

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს, ასევე, მოყვარულებს. 

ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

 

ფესტივალი „თბი ლისი“ (28 აპრილი)

განრიგი 

12:00 საათი - გახსნა; 

12:00  საათიდან - ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში; 

14:00 საათზე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში საკრებულო/მერია VS ს.კ.“დიდუბე 2014“

14:30 საათზე - გარბენი; 

16:00 საათიდან - ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics