10:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 20:06:34, 1737 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვას დაესწრო

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“ -ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი მებრძოლების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისუფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიაგო პატივი. ლევან იზორიამ პირადად მიუსამძიმრა დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და განაცხადა, რომ ქართველი გმირების ღვაწლი ფასდაუდებელია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 18 სამხედრო მოსამსახურისა და 4 სამოქალაქო პირის იდენტიფიკაციას რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპული მოქალაქეების ნაწილი ოჯახების სურვილის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გადაასვენეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა, მას შემდეგ 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics