|
2018-04-26 11:34:42, 1890 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს
ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს - ამის შესახებ გადაწყვეტილება, ავსტრიაში კომპანია „როზენბაუერის“ სათაო ოფისში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და კომპანია „როზენბაუერის“ აღმასრულებელ დირექტორ, დიტერ სიგელის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “როზენბაუერი” ტექნიკის წარმოებას საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტს “დელტას” ბაზაზე დაიწყებს. სსმს -ის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები სრულად განაახლოს სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ამისთვის მნიშვნელოვანი რესურსები იქნება გამოყოფილი. „ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ. დადგა დრო, როდესაც აუცილებელია საქართველოში მოხდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის სრული გადაიარაღება. ჩვენ შევარჩიეთ კომპანია “როზენბაუერი”, რომელთან თანამშრომლობითაც მოვახერხებთ დასახული გეგმების განხორციელებას. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. სერიოზულად განვიხილავთ ამ პროექტს და ეს პრემიერ-მინისტრის დონზე წყდება.” - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. „როზენბაუერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დაინტერესებულია, რომ პირველი ქართულ-ავსტრიული სახანძრო მანქანა უმოკლეს დროში აეწყოს. „მიხარია რომ საქართველოს სახანძრო ტექნიკის შეძენის კუთხით დიდი გეგმები აქვს. თანამშრომლობის ყველა ფორმისთვის მზად ვართ. ჩვენი სახანძრო მანქანების ბოლო მოდელები ისეა დამზადებული, რომ მარტივად მოხდეს მისი აწყობა სხვა ქვეყანაშიც. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხსა და სანდოობაზე. “როზენბაუერის” სახანძრო მანქანებს 25-წლიანი გარანტია აქვს“,- აღნიშნა დიტერ სიგელმა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში კომპანია “როზენბაუერი”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” სამმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებენ. გიორგი მღებრიშვილმა კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)