21:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 22:13:37, 1957 ნახვა

ეკონომიკა
მარტში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი, 0.3%-ით გაიზარდა

მარტში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.3%-ით.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 286.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.8 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.2 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 39.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.0 პროცენტით გაიზარდა).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 4.6 პროცენტით მეტი).

2018 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 134.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 11.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics