|
2018-04-25 15:54:22, 1753 ნახვა
საზოგადოება
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება
26 აპრილიდან 15 ივნისამდე კომპანია „სპექტრუმის“ ინტერვიუერები, მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებენ. მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შემუშავდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით დამუშავდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „სისტრა“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „სპექტრუმი“ იმუშავებენ. კვლევას და მასზე დაფუძნებულ გეგმას კომპანია „სისტრა“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოამზადებს. კვლევა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან (2030 წლამდე) პერიოდში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს მოიცავს. გარდა ამისა, თბილისის მერია ფრანგული კომპანიისგან მიიღებს სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. კვლევა 15 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 490 ათასი EBRD-ის გრანტია, ხოლო 300 ათასი - მერიის დაფინანსება.
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)