19:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 11:59:21, 1730 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკელები“ - სოფიო კილაძეს წარმოდგენა არ აქვს რელიგიაზე, სახელმწიფოზე და პარლამენტის როლზე

„სოფიო კილაძის განცხადების სულისკვეთება ნათლად წარმოაჩენს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე, სახელმწიფოზე და პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტია“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ ინიციატივას მხარს უჭერს.

„რესპუბლიკელების“ შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირების განცხადებების „არაკვალიფიციურობა და საკუთარი როლის გაუაზრებლობა“ სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს.

 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ავიწყდებათ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ და გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელონ, როგორც მოქალაქეებმა და არა, როგორც მრევლის წარმომადგენლებმა. საკუთარი უცოდინრობით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლებს, სხვა აღმსარებლობის და აღმსარებლობის გარეშე მყოფ მოქალაქეებს.

განსაკუთრებული საფრთხეა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძისა და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის, განცხადებები. ისინი საკუთარი ზედაპირულობით და ფარისევლობით ეჭვქეშ აყენებენ საქართველოს კონსტიტუციას, როგორც სახელმწიფოებრიობის უზენაეს ღირებულებას და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს.

ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელმძღვანელები -  ადამიანის უფლებები და განათლება - ავლენენ ანტისახელმწიფოებრივ მიდგომას, რაც აბსოლუტურად არათავსებადია თანამედროვე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს იდეასთან.

სოფიო კილაძის განცხადების სულისკვეთება ნათლად წარმოაჩენს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს რელიგიაზე, სახელმწიფოზე და პარლამენტის როლზე სეკულარულ სახელმწიფოში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარეს შევახსენებთ, რომ სიტყვები „რაღაც ფორმით უნდა დარეგულირდეს“ ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ადასტურებს, რომ მას არც ადამიანის უფლებების და არც სისხლის სამართლის უზოგადეს პრინციპებზე წარმოადგენაც კი არა აქვს.

ასეთი განცხადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში საპატრიარქოსა და ხელისუფლების ურთიერთშეზრდის პროცესსა და პოლიტიკური კორუფციის არსებობას. სამწუხაროდ, ამ პროცესს არ ემიჯნება „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი, და არ უწევს წინააღმდეგობას არცერთი პოლიტიკური პარტია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ტენდენციებს.

მოსალოდნელი არჩევნების წინ მსგავსი ინიციატივების ინტენსივობა და საპატრიარქოს მორიგი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც, ქართული ოცნება ინარჩუნებს წინასაარჩვნოდ საპატრიარქოს იერარქების კეთილგანწყობას, ასევე, საპატრიარქო მზადაა აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივმართავთ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმდჯომარეს, გიორგი კვირიკაშვილს, გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს და აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს, აიღონ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოხატულ საშიშ პოზიციაზე და მათი შესაძლებლობის ფარგლებში შეაჩერონ ეს პროცესი.

P.S. გუშინ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა განიხილა  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ინიციატივის თანახმად, დასჯად ქმედებად ცხადდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას. პასუხისმგებლობის სახით შემოთავაზებულია თავისუფლების აღვკეთ ერთ წლამდე ვადით“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics