|
2018-04-24 16:08:48, 1871 ნახვა
სამართალი
პრემიერი: ეკონომიკურ სიძლიერეზე და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს
ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დევნილი მოსახლეობისთვის სახლები აშენდა, თუმცა ვერც ერთი კეთილმოწყობილი ბინა ვერ იქნება იმ კერის ალტერნატივა, რომელიც მოქალაქეებმა დატოვეს. „ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, რც ერთი კეთილმოწყობილი ბინა და არც ერთი ჭერი, რომელსაც დევნილ მოსახლეობას ვაძლევთ, არ შეიძლება იყოს იმ ფუძის, იმ კერის შემცვლელი და ალტერნატივა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დატოვეს. დევნილები უნდა დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს და დამერწმუნეთ, ეს არის შესაძლებელი იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა ამის, არამედ ვხედავთ ამ მომავალს და ამ მომავლის შენებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და ერთი წამით არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ გადამეტებული სიამაყის გრძნობით ვესაუბრებით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, გვაქვს შეცდომებიც, გვაქვს წარმატებებიც, მაგრამ მთავარია, რომ რომ იმ თანმიმდევრული გზით, სადაც წარმატებები გაცილებით უფრო სჭარბობს შეცდომებს, ჩვენ მივაღწევთ ერთიან, სანუკვარ შედეგს, რასაც ერთიანი, ძლიერი საქართველო ჰქვია, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან ერთიანობა და წელგამართული თითოეული ქართული ოჯახი ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)