09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 15:01:19, 1585 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: როგორი შეტყობინებაც მივიღეთ მსხვერპლისგან, რეაგირებაც შესაბამისი იყო

როდესაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პოლიციაში შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით რეაგირება დროული და შეტყობინების შესაბამისი იყო.

"რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ფაქტზე სამინისტრომ მოახდინა დროული და შესაბამისი რეაგირება. როგორი შეტყობინებაც მივიღეთ მსხვერპლისგან, რეაგირება იყო ამის შესაბამისი. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველს იძლეოდა და ის პოლიციამ დაუყოვნებლივ გასცა. შეტყობინებაში, რომ ყოფილიყო სისხლის სამართლის ნიშნები, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდ. არანაირი მოტივაცია, რომ შშს-მ დანაშაული დაფაროს არ არსებობს.  სტატისტიკას პერიოდულად ვაქვეყნებთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავა.

ბაქრაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics