|
2018-04-24 12:50:22, 1258 ნახვა
სამართალი
EMC-მ სასამართლოს ელექტროენერგიის შეწყვეტის წესის დარღვევაზე „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა
EMC-მ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ელექტროენერგიის, დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასურის გადაუხდელობის მარეგულირებელი წესის სამართლიანობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება წარუდგინა. როგორც EMC-ს მიერ გავცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის წესს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს (სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“)[2] ავალდებულებს მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურება, იმ შემთხვევაში თუ პირს დასუფთავების ან/და წყალმომარაგების მომსახურებების საფასური არ გადაუხდია. „EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებულ ღირსების დაცვის სტანდარტთან, რადგან სახელმწიფო ზომებს იღებს მომსახურებების მომწოდებელი კომპანიების მიერ ‘ვალის ამოღებისთვის’ ისეთი პირველადი რესურსის შეწყვეტით, როგორიც ელექტროენერგიაა, მაშინ როდესაც პირს ამ უკანასკნელი მომსახურების საფასური გადახდილი აქვს. ამასთან, გასაჩივრებული წესით ელექტროენერგიის გათიშვა დასუფთავების და წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის გამო ყოველგვარი გამონაკლისისა და დამცავი მექანიზმების გარეშე ხორციელდება. „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ყურადღებას ამახვილებს ელექტროენერგიაზე წვდომის სოციალურ მნიშვნელობაზე, რასაც არაერთი სოციალური უფლებით სარგებლობისას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება. ამ კუთხით, მიმოხილულია საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლოების მიდგომები ელექტროენერგიის მომსახურებების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან მიმართებით. EMC მიიჩნევს რომ კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმი სხვა მომსახურებების გადაუხდელობის გამო სასჯელად იქცევა პირის ღირსეული ცხოვრებისთვის სწორედ ელექტროენერგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის გათიშვა არ უკავშირდება პირის მიერ კონკრეტულ მომწოდებელთან ხელშეკრულების დარღვევას. ამასთან, მივიჩნევთ, რომ უგამონაკლისო წესი ზრდის მექანიზმის რეპრესიულობას და სახელმწიფოს ეს მიდგომა მომსახურების ბუნების გათვალისწინების გარეშე, სოციალურ უზრუნველყოფაზე საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებებს სრულად უარყოფს. კერძოდ, სახელმწიფო პირის ბაზისურ მომსახურებაზე დამოკიდებულებას იყენებს და მისი ‘საჭიროებებით’ მანიპულირებს, რაც კერძო კომპანიების მიერ სხვა გადასახადების’ ამოღებას’ ემსახურება. ამისთვის უალტერნატივოდ პირის მინიმალურ საარსებო რესურსებზე წვდომის უარყოფა სახელმწიფოს მხოლოდ მონოპოლიების ინტერესებზე ორიენტირებულს ხდის და ააშკარავებს აუცილებელი მომსახურების გარეშე დარჩენილი პირების ინდივიდუალური გარემოებებისადმი გულგრილობას. მეტიც, სადავო ნორმებით ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფა კიდევ უფრო ‘რეპრესიულია’, რადგან ის მომსახურების გარეშე პირს ტოვებს მისი ‘კეთილსინდისიერების’, მის მიერ კონკრეტული მომსახურების საფასურის გადახდის მიუხედავად. ამდენად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მექანიზმი კონსტიტუციის მე-17 მუხლთან წინააღმდეგობაში (ღირსების უფლება) უშვებს პირის ‘მიზნის მიღწევის საშუალებად’ გამოყენებას და კომპანიების ვალის ამოღებისთვის უშვებს მოქალაქეების სოციალური უსაფრთხოების დონის გაუარესებასაც. სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს სოციალურ უფლებებზე მსჯელობის საერთაშორისო, სხვა ქვეყნების და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცდილებასაც და მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ სადამსჯელო, ბლანკეტური რეგულირება არაგონივრულია იმიტომაც, რომ ის სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებებს სრულად უგულებელყოფს და მექანიზმს ინტერესთა გაწონასწორების ანალიზს არ უქვემდებარებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)