08:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 12:45:48, 1802 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური აამოქმედა.

მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში.

როგორც ჟურნალისტებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ განუცხადა, სადგურმა „ევროპის მოედანზე“ და „ვარდების მოედანზე“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უკვე განახორციელა და დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციებზე ჰაერის კონცენტრაციის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოში პირველი მოძრავი მობილური ავტომატური სადგური განათავსა, რომელიც აკონტროლებს 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხს. პირველი 24 საათის განმავლობაში, რაც ეს სადგური აქ არის განთავსებული, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მონაცემი რაც ისაზღვრებოდა საშუალო სადღეღამისო კონცენტრაციასთან მიმართებაში, ნორმის ფარგლებში დაიფიქსირდა. მონიტორინგი ხორციელდება იმისთვის, რომ ზუსტად ვაკონტროლოთ სხვადასხვა დროს სიტუაციები. აღსანიშნავია, რომ  სადგური არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და აბსოლუტურად უტყუარი“, - განაცხადა მარინე არაბიძემ.

მისივე თქმით, მონიტორინგის მობილური სადგური მომავალი კვირიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადაინაცვლებს.

გაზომვები ახალხანს დავიწყეთ. ჰაერის ხარისხი მონიტორინგის მობილური სადგური მომავალი კვირიდან მოიცავს თელავსა და გორს“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.

მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები ისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოს და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

ცნობისთვის, ჰაერის მონიტორინგის სადგურები თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშია დამონტაჟებული და  მიმდინარე წელს, მისი განთავსება რუსთავშიც იგეგმება.

 

 

სალომე უბირია, თამარ ლომაშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics