2018-04-24 11:36:40, 1543 ნახვა
საზოგადოება
ლინას ლინკევიჩიუსი გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს ეხმაურება
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 1 წელი. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების და მიგრაციისათვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში", - წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
(NS)
ავტორი: ,