19:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 21:12:20, 2098 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: სამართალდამცავი ორგანოები ნულოვან ტოლერანტობას გვიანონსებენ

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ შავი კამპანია მიმდინარეობს.როგორც მარგველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოები ნულოვან ტოლერანტობას აანონსებენ.

„შავმა პიარმა არ უნდა დაგვაბრუნოს ჩვენ იმ პერიოდში, სადაც სახელმწიფოს პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობა იქნება, რადგან ამის ისტორიისთვის ჩაბარება ჩვენი მონაპოვარია.

საუბრობდნენ ფრაზებით, მაგალითად როგორიცაა „საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის“  და ა.შ. მაგრამ ახლა ათი დღის შემდეგ დავინახე, თურმე საჭიროა ძალადობაზე ნულოვანი ტოლერანტობა. თქვენ გესმით ეს ფრაზები, რომელიც ჩამოყალიბდა. ნულოვანი ტოლერანტობა- გვიანონსებენ სამართალდამცავი ორგანოები. აღარ ვლაპარაკობ საბჭოთა ტექსტებზე. ეს იყო ის თემა, რისთვისაც წინა ხელისუფლებას 9 წლის  განმავლობაში ვაკრიტიკებდით, ყოველ შემთხვევაში მე.

6 წელია ჩვენ ამ საზოგადოებას ვამადლით, რომ ის ხალხი, ვისაც ნულოვანი ტოლერანტობა ჰქონდა, ხელისუფლებას მოვაშორეთ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური ფიგურები დაიწყებდნენ საუბარს ტერმინებით „საქართველოში საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა:

„ჩვენ ვერ დავიკვეხნით იმით, რომ  შევძელით  ახალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება.  ეს იყო ყველა ხელისუფლების გამოწვევა.  ჩვენ ამას დღეს ვერ ვიტყვით, რომ გავართვით თავი, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ პროცესის ეროზია არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეტო გამოვიყენე და ბევრი ვეცადე პოლიტიკურად ეს თემა ხშირად წამოწეული მქონოდა,  მაინც ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს მიმართულებით ყველაფერი გავაკეთე. რა გამოწვევების წინაშეც  არის სასამართლო, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ამ ნაწილში ვაცნობიერებ. გამოსავალი იქნებოდა კოორდინირებული მუშაობაში.ჩვენ რომ, ვყოფილიყავით აბსოლიტურად გაერთიანებულები, უკეთეს სასამართლოს მივიღებდით“,-ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics