12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 17:03:20, 1777 ნახვა

საზოგადოება
დღეს ილია ვეკუას 111 წლის იუბილე აღინიშნა

23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ,  აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდის პანთეონში ილია ვეკუას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდი მეცნიერისა და აკადემიკოსის ხსოვნას.

ილია ვეკუას იუბილესადმი მიძღვნილი  კვირეული აღინიშნება ზუგდიდში მდებარე მისივე სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო შეხვედრები, კონკურსები და ოლიმპიადა. მოსწავლეები შეხვდებიან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განათლების დოქტორებს რეზო გულუას და ოთარ გუგუჩიას, კვირეულის ფარგლებში გამოვლინდებიან ნორჩი მათემატიკოსები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლიდან დიდი მეცნიერის პატივსაცემად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ყოველწლიური სტიპენდია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics