|
2018-04-23 16:52:15, 1527 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის - განაცხადების მიღება დაიწყო
იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების IX, X ან XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მონაწილე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და უნდა იყოს დაინტერესებული საჯარო სამსახურის სისტემით. განაცხადების მიღება მოხდება 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. პროექტის მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მოსწავლეები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში 27 მაისს გაივლიან ტესტირებას მათემატიკაში. შეირჩევა 30 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომელიც უკვე საზაფხულო სკოლის სწავლებაში ჩაერთვება. საზაფხულო სკოლაში, ლექციებს წაიკითხავენ წამყვანი ადგილობრივი ექსპერტები. სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა; საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; განათლების მნიშვნელობა და როლი; მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტი უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანია საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურის არსის და მნიშვნელობის გაცნობა. საზაფხულო სკოლა გაიმართება 2018 წლის 14 ივლისიდან 22 ივლისამდე. მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში. სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/440/
(NS)
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)