08:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 14:48:54, 1429 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასცემს. 

2017 წელს, სამინისტრომ  საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და ინფორმაციული გარემო - ინტეგრაციის ცენტრი დაარსა. კონკურსის მიზანია გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო კურსების წარმართვა უზრუნველყოს:

• ქართული ენის კურსი; 
• სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება; 
• სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება; 
• საკონსულტაციო სერვისის შექმნა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 მაისი, 18:00 საათი. 

მისამართი: თამარაშვილის ქ. N 15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. 

ბმულზე იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები: http://mra.gov.ge/geo/news/show/189/10697

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics