|
2018-04-23 10:04:28, 1729 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება, მიმდინარე წლის და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილებოდა ფინანსთა მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს, ჯიჰად აზურს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. შეხვედრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი დაესწრნენ. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია მრავალმხრივი და ინკლუზიური ზრდისკენ. „საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა. „საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, გვქონდა კარგი შესაძლებლობა, დაგვენახა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით. აღნიშნული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებზე, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ველით მეტ პროგრესს, რადგან გვჯერა, რომ საქართველოს აქვს განვითარების მეტი შესაძლებლობა," - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის მაღალი დონის ორმხრივი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)