12:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 13:00:06, 1871 ნახვა

სამართალი
შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაგეგმილი რეფორმების განხილვის მიზნით, სახალხო დამცველის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა.

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა პიმ ალბერსმა გახსნეს.

ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გენერალური ინსპექციის დისციპლინური წარმოების საკითხები განიხილეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, მისი სტრუქტურის, ამოცანების, საკანონმდებლო ჩარჩოს, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. სემინარზე, ასევე, წარმოდგენილ იქნა გენერალური ინსპექციის საქმიანობის 2018 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ამ მიმართულებით დეპარტამენტის მიღწევებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველი უწყებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ღონისძიება შეაჯამეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

სემინარში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics