2018-04-22 10:59:44, 1840 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 22-23 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი
22-23 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, წინა დღეებთან შედარებით, 2-3 გრადუსით მოიმატებს და 14–20 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ,