|
2018-04-22 10:07:01, 1462 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ სისტემატურ მონიტორინგს და დაკვირვებას ახორციელებს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა. ჩვენს ყოველწლიურ დასკვნებში ხაზგასმულია ის დიდი პროგრესი და მიღწევები, რომელიც პენიტენციალურმა სისტემამ განიცადა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სამინისტროს კახი კახიშვილი ჩაუდგა სათავეში, სწორედ მისი აქტიური მუშაობის შედეგად მოხერხდა ყველაზე ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებამდე აყვანა. ჩვენი შეფასებების და კვლევების სისწორე ამ დღეებში ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ც აღიარა. - ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების გაცნობის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავარ მიღწევად პენიტენციური სისტემის საზოგადოებისთვის და მედიისთვის გახსნილობა იქნა მიჩნეული. „მოხსენებაში მკვეთრად არის დაფიქსირებულია პოზიცია, რომ პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მთავარ მიღწევად პენიტენციური სისტემის საზოგადოებისთვის და მედიისთვის გახსნილობა იქნა მიჩნეული როგორც საერთაშორისო ციხის მონიტორინგის ორგანიზაციისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორებისთვის. ხაზგასმით აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატისთვის , დაგეგგმილი და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელების უფლება და ფოტოგადაღება“,- აღნიშნა მჟავანაძემ. მჟავანაძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წლებია დადებით შეფასებას აძლევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას. ის რასაც წლებია ითხოვდა სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. ყოვეელივე არ გამოპარვია აშშ-ს ადმინიხტრაციასაც და სათანადოდ აღინიშნა კიდეც მოხსენებაში. მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებითაც რომ გამოსწორდა სიტუაცია აშშ-ს ადმინისტრაციამ მოხსენებაში ამაზეც ყურადღება გაამახვილა: ,, 2016-2017 წლების განმავლობაში ციხეში პატიმრის უფლებების დარღვევაზე პროკურატურისთვის არც კი მიუმართავს სახალხო დამცველის აპარატს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მსჯავრდებულებისთვის, ვიდეოჩანაწერების შენახვის დროის გაზრდა და მთელ რიგ რეფორმებზე ყურადღების გამახვილება. სასიამოვნოა, როცა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წლებია დადებით შეფასებას აძლევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას, იმ სამინისტროს მუშაობას სადაც წარსულში ბევრი ხელისუფლება ვერ ახერხებდა სიტუაციის მოგვარებას. კარგია როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა და აშშ-მ კახი კახიშვილის უწყების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა",- განახცადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)