|
2018-04-22 09:59:48, 2043 ნახვა
სამართალი
შსს-მ ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1996 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ტ., 1998 წელს დაბადებული ა. გ. და 1995 წელს დაბადებული გ. ვ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში. დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ. პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს მოპარული საბურავები და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)