|
2018-04-21 13:13:27, 2290 ნახვა
სამართალი
თბილისში ანტიკვარული ნივთების ქურდობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.ს., ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა. „პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)