|
2018-04-20 21:12:21, 1703 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვნად გაზდრდის ექსპორტს შვეიცარიაში. „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდება ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ გავზარდოთ ინვესტიციები და სავაჭრო მოცულობები შვეიცარიიდან საქართველოში. შვეიცარია ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვისთანაც ჩვენ პოზიტიური სავაჭრო სალდო გვაქვს და იმედია, რომ სავაჭრო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენს ექსპორტს შვეიცარიაში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში. „ვისაუბრეთ იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომელიც იგეგმება, რომ შვეიცარიიდან განხორციელდეს საქართველოში. როგორც ცნობილია, შვეიცარია შოკოლადის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია - ორი წამყვანი შვეიცარიული კომპანია გეგმავს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას აღნიშნულ სექტორში, მეორე სფერო -ხორცის წარმოებაა. მომავალ წელს, ველოდებით მნიშვნელოვან უცხოურ ინვესტიციებს შვეიცარიიდან ამ დარგში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ის მიერ თბილისში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობის თემა. „როგორც იცით, კომპანია „შტადლერი" გეგმავს საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას და ამ ქარხანაში ნაწარმოები მოძრავი შემადგენლობა მიეწოდება თბილისის მეტროპოლიტენს და საქართველოს რკინიგზას. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა საქართველო, ამავე დროს, გახდეს ასეთი მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა," - განაცხადა ბახტაძემ. როგორც შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. „ამ დროისთვის, საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა კარგია და მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა 1-ლი მაისიდან. როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მე მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ფინანსთა მინისტრთან გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია. ჩვენ ვისაუბრეთ კომპანია „შტადლერსა" და საქართველოს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. შვეიცარული მხარე დაინტერესებულია, რომ კიდევ სხვა, დამატებითი ბიზნესსექტორები განავითაროს საქართველოში," - აღნიშნა იოჰან შნაიდერ-ამანმა.
(NS)
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)