|
2018-04-20 14:45:13, 1550 ნახვა
საზოგადოება
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიების შესახებ ინფორმაცია გააცნო. დედამიწის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად. დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, მინიმუმადე იქნება დაყვანილი პლასტიკის პარკების მოხმარება და, შესაბამისად, ამ ტიპის ნარჩენებით გარემოს დაბინძურება. სამინისტროს მიერ შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი". აღნიშნულის საჭიროება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში გაზრდილია პლასტიკის პარკების მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს. შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის და ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, რეალიზაციასთან და იმპორტთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და, შესაბამისად, აქტიურად ჩაერთოს იმ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიებში, რომლებიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი. საქართველოში, ამ დღეს, ოფიციალურად აიღებს სტარტს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის”. კამპანია მიზნად ისახავს სამთავრობო სექტორის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების ღონისძიებებში. „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში, საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი „სუფთა რეგიონი“. კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტში დაასუფთავებენ დანაგვიანებულ ადგილებს. გამოვლინდება ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი და ლამაზი ეზო. „მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებს ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისთვის და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების განხორციელების პროცესში თანადგომისთვის“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიქი, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლეინი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)