07:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 14:20:16, 1724 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: შშმ პირთა დასაქმება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, მინიმალურია

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შშმ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.

„მოგეხსენებათ, დასაქმება ყველაზე მწვავე პრობლემაა საქართველოში, ხოლო შშმ პირებისთვის, დამატებითი ბარიერი არსებობს დასაქმების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ისინი ნამდვილად ვერ მუშაობენ ეფექტურად. საჯარო სექტორში შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, ძალიან დაბალია. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შშმ პირი. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც. კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობამ 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა, ასევე პრაქტიკულად წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე შშმ პირთა დასაქმება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის.

„შშმ პირებს აქვთ დამატებითი ტექნიკური ბარიერი, როგორც ტრანსპორტის ადაპტირების, ასევე შენობა–ნაგებობების ადაპტირების თვალსაზრისით. დამატებითი ბარიერები ექმნებათ ეფექტური განათლების ხელმისაწვდომობის მხრივაც“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას, შშმ პირს სოციალური პაკეტი უწყდება.

 

სალომე უბირია 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics