|
2018-04-20 12:42:26, 1797 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სპეციალური სტუმრის სტატუსით, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო . შეხვედრა მიეძღვნა „სარტყელი და გზა“ ინიციატივაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაწილეობის გაზრდის საკითხებს, სადაც ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა საქართველოში 2021 წლამდე ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება იგეგმება. „ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ჰაბი რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური, ლოგისტიკური და ფინანსური მიმართულებით. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პარალელურად აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მსოფლიოს ორ უმსხვილეს პლატფორმას - ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. დისკუსიის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად. საქართველოში 2021 წლამდე ვგეგმავთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებას, როგორებიც არის აღმოსავლეთ- დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება მეტი კერძო ინვესტიცია იყოს მოზიდული ამ ძალიან დიდ იდეაში. სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბანკი აპირებს თვითონ აქტიურად იყოს ჩართული ამ იდეის განხორციელებაში. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მოქნილი დაფინანსება მოვიპოვოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მსოფლიო ბანკი გეგმავს “ერთი გზა-ერთი სარტყელის” ფარგლებში თავისი მონაწილეობის გაზრდას და ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენ გვეცოდინება ის ფინანსური მექანიზმები, რომლებითაც ისინი ჩაერთვებიან ამ სფეროში“, – განაცხადა ბახტაძემ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. შედგება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები. დაგეგმილია მოლაპარაკებები მსხვილ ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ სექტორსა და ლოგისტიკის სექტორში.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)