|
2018-04-20 11:55:52, 1307 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე OGP-ს წარმომადგენლებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ჟოზეფ პაუელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის საორგანიზაციო სამუშაოებზე ისაუბრეს. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქი მზადაა, ზაფხულში OGP-ს მაღალი დონის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლოს. კახა კალაძემ თბილისის მერიის იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა მიზანს მოქალაქეთა ჩართულობისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. „საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ OGP-ის ფარგლებში დაგეგმილ გლობალურ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გაიმართება. ძალიან ბევრი ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს ველოდებით. მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების მიმართულებით ვმუშაობთ. მოქალაქეების ჩართულობა ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში მნიშვნელოვანია, რომელზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ვსაუბრობდით. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, არის „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ხედვები და იდეები წარმოადგინონ. პროექტში მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. წარმოდგენილია რამდენიმე პროექტი, რომელთა განხილვა დაწყებული გვაქვს და გამარჯვებულებიც მალე გამოვლინდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს. თბილისი ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ვალდებულებები აიღო. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)