|
2018-04-20 10:42:14, 1378 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 139-ე სკოლაში დირექტორის გადადგომას ითხოვენ
თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში, მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები დირექტორის გადადგომას ითხოვენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, აქციას მე-10 კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან. სკოლასთან შეკრებილი პედაგოგები მოითხოვენ, რომ აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდეს. „დირექტორისგან ჩვენ გამოვირჩევით იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი. ჩვენ ის ვამხილეთ გარკვეულწილ გადაცდომებში, შვიდი თვეა ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა რაშიც ჩვენ ვამხილეთ და ამის გამო მან დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მოვითხოვთ, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საქმეში, რადგან ჩვენი დისკრიმინაცია ხდება განსხვავებული აზრის გამო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს პედაგოგმა ლელა მაზმიშვილმა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)