|
2018-04-19 16:13:16, 1983 ნახვა
სამართალი
კახიშვილი: შეწყალების კომისიის წევრი შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელიც გახდეს
შეწყალების კომისია, შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელიც შევიდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტთან და კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა. გარდა ამისა, კახიშვილის ინფორმაციით, შეხვედრზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში კომისიის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უშუალოდ მსჯავრდებულთან ზეპირი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცეთ. “საქართველოს პრეზიდენტთან და შეწყალების კომისიის წევრებთან ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის ფარგლებში გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, რაც გვაქვს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება ინფორმაციის უფრო სწრაფი გაცვლა. აუცილებელია, ერთი მხრივ, ჰუმანური აქტები იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექნიზმები, რომელიც გამორიცხავს ტრაგიკულ შემთხვევებს. დაზღვეული არავინაა, დანაშაული ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანს საერთოდ არ ქონია ციხესთან შეხება. ვერასდროს გამოვრიცხავთ ასეთ შემთხვევებს, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რათა ტრაგიკული მოვლენებისგან ვიყოთ დაცული”, – განაცხადა კახიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და შეწყალების კომისიის წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)