20:26 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 15:48:14, 1924 ნახვა

ეკონომიკა
Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს

მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია საქართველოში განხორციელებული ინვესტიციით კმაყოფილია და მიესალმება იმ განვითარების დინამიკას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

 „ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ შემოვედით საქართველოში და დღეს ძალიან კმაყოფილნი ვართ ჩვენი ინვესტიციებით. ჩვენ არაერთი ბიზნესი მოვიზიდეთ. ასევე შემოგვყავს მსხვილი იაპონური კომპანია. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა", - განაცხადა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი პრემიუმკლასის ლოგისტიკური ტერმინალის მშენებლობაში თბილისში Gebrüder Weiss-მა 10 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახმელეთო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა, ლოგისტიკა და სხვა. Gebrüder Weiss-ს, რომლის გლობალური ქსელი მსოფლიოს 28 ქვეყანაში 150 ფილიალს აერთიანებს, 7 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას Gebrüder Weiss-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი, კომპანიის რეგიონული დირექტორი ტომას მოზერი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics