|
2018-04-19 13:06:41, 1734 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საყდრისის კომიტეტის წევრებს კომპანიების - RMG Gold და RMG Copper საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა გააცნო. აღინიშნა, რომ 2015-2016 წლებში, სამინისტროს მიერ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა კომპანიების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები და მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. სამუშაო შეხვედრაზე საყდრისის კომიტეტის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის საქმიანობამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. პირველ რიგში, კომპანიების საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი უნდა მოგვარდეს. მინისტრის განცხადებით, კომპანიებს დაევალათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება. სამუშაოების შესრულებისთვის განისაზღვრა კონკრეტული ვადა - 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარეში კაზრეთულაში უნდა აღიკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურების ფაქტი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციტივით, საყდრისის კომიტეტის წევრები RMG Gold-ისა და RMG Copper-ისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთვებიან.
(NS)
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)