02:49 - 28 Oct, 2026
|
2018-04-18 16:33:02, 1603 ნახვა
სამართალი
ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული თამაზ ილურიძე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ ჯარიმის გადახდის გარეშე დატოვა. გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე მოუყვება. გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)