06:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:05:57, 1387 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უკრაინული დელეგაცია გაეცნო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის გაცნობის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ უკრაინის დელეგაცია ესტუმრა.

დელეგაციას ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი შეხვდა.

სტუმრებმა მედიაციის სახლი დაათვალიერეს, ასევე, გაეცნენ განრიდება-მედიაციის პროგრამის შედეგებსა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებას. მედიაციის სახლის შემდეგ უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეებზე მომუშავე უკრაინელმა ექსპერტებმა შეხვედრები თბილისის იუსტიციის სახლში გამართეს. სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე შეხვდა. შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობა და დაგეგმილი სიახლეები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა კოდექსის მიზანი მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზება და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპის გაძლიერებაა. შეხვედრაზე სტუმრები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობასაც გაეცნენ. მოისმინეს ინფორმაცია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამისა“ და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი პროგრამების/პროექტების შესახებ. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 2733 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics