2018-04-18 15:49:32, 1464 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს ძმანო მამული
ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს ძმანო, მამული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ხვალ დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, კონკრეტულ თემებზე საუბარი სხდომის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ეს არ არის კონფლიქტი მამებსა და შვილებს შორის, არც ძველებსა და ახლებს შორის, ასაკის აქ არაფერ შუაშია. ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს ძმანო მამული. ეს იქნება ხვალინდელი შეხვედრის ძირითადი იდეა", - განაცხადა ქანთარია.
ავტორი: ,